Saturday, January 28, 2012


პროექტის სახელწოდება
,,მათემატიკა და ხელოვნება“

პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადება 
დავანახოთ  საზოგადოებას, რომ  მათემატიკა არ არის მხოლოდ მშრალი ფორმულები, მათემატიკაშიც არის სილამაზე ისევე, როგორც ხელოვნებაში


 პროექტის აქტუალობა.
მოსწავლეები დაინტერესდებიან მატემატიკით, გაუჩნდებათ სურვილი გააცნონ მსოფლიოს თავისი ქვეყნის ხელოვნების ნიმუშების სილამაზე და ისტორია

პროექტის მიზნები:
მოსწავლეები კონკრეტული მაგალითებით დაინახავენ სილამაზეს არქიტექტურაში,
სკულპტურაში, ფერწერაში, პოეზიაში, მუსიკაში. გაიზრდება მათემატიკით დაინტერესება და მოსწავლეები სიამოვნებით შეასრულებენ სხვადასხვა შემოქმედებით სამუშაოს.
 განუვითარდებათ კვლევა-ძიების, თანატოლებთან უცხო ენაზე თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები,
გაუჩნდებათ სურვილი ღრმად შეისწავლონ და გააცნონ სხვას თავიანთი ქვეყნის ხელოვნება.

მონაწილეთა ასაკი:
12–13 წელი

ვადები/ხანგრძლივობა
თებერვალი – აპრილი

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას.
შეგროვდება ინფორმაცია მათემატიკის გამოყენებაზე ხელოვნების სხვადასხვა დარგში, აღიწერება და გამოქვეყნდება ბლოგზე საქართველოს ხელოვნების ნიმუშები, გადაითარგმნება ინგლისურ ენაზე,  დამყარდება მოსწავლეებს შორის ვირტუალური კომუნიკაცია უცხო ენაზე ინტერნეტ სერვისების გამოყენებით.


 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფოტო/ვიდეო კამერა, კომპიუტერი ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა.
მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის თემას, დაიყოფიან ჯგუფებად ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიხედვით, ისინი მოაგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, წარმოადგენენ ფოტოების, აუდიო და ვიდეო საშუალებებით, ჯგუფის ერთი წევრი თანმიმდევრობით აღწერს ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, თავს უყრის ყველანაირ მასალას ჯგუფის ბლოგზე ჯგუფები მოახდენენ თავიანთი მასალების პრეზენტაციას. პროექტის შეფასება მოხდება წინასწარ შექმნილი შეფასების რუბრიკით.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა, ხელოვნება, მუსიკა, ისტორია

პროექტის ხელმძღვანელი
მარინე ჩერქეზიშვილი

 ხელმძღვანელის ელფოსტა 

პროექტის ვებგვერდი/ბლოგი
mathandart19.blogspot.com